porshe



პორშე — მანქანების მწარმოებელი გერმანული კომპანია, რომელსაც ფლობენ პორშეებისა და Piëch-ების ოჯახები. კომპანია მდებარეობს გერმანიაში,შტუტგარტის ოლქში. კომპანია დაარსდა 1930 წელს ფერდინანდ პორშეს მიერ (1875-1951). იგი დაიბადა ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე (ახლანდელიჩეხეთი). მის სახელს 1000-ზე მეტი პატენტი უკავშირდება. 1920 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა Mercedes-Benz-თან. პორშე ასევე იმითაა ცნობილი, რომ პირველი Volkswagen-ის დიზაინი მან გააკეთა.
2006 წლის მაისში პორშეს ყველაზე პრესტიჟული ავტომობილის ტიტული მიენიჭა. მისი ყველაზე პოპულარული მოდელი 911-ია(nine eleven). 911ის ისტორია 1963 წელს იწყება. მას შემდეგ ეს მოდელი მნიშვნელოვნად დაიხვეწა & ახლა უკვე შევხვდებით 4-წამყვანთვლიან, ტურბო, ტურბო S, targa და სხვადასხვა ვერსიებს. ასევე პოპულარული მოდელია SUV ტიპის 5 ადგილიანი Cayenne, (V8) რომელიც 2002 წლიდან გამოდის. Cayman 2-ადგილიანი სფორთ-ქარია, რომელიც 2006 წლიდან გამოდის 2.7 და 3.4 ლიტრიანი ძრავებით. 2004 წლიდან გამოდიოდა Carrera GT (Leipzig, Germany) 6 სიჩქარიანი მექანიკა 5.7 liter DOHC V10. პორშე 2ჯერ დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო ავტო-მარკა. კომპანიას ახასიათებს მკვეთრი მარკეტინგული ცვლილებები და ამასთანავე ფინანსური სტაბილურობა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა გერმანულმა კომპანიებმა დასავლეთ-ევროპაშიც დაიწყეს წარმოება, პორშეს ქარხანა ისევ შტუტგარტში დარჩა (მხოლოდ Cayenne მზადდება, სხვა ქალაქში-ლაიფციგში). კომპანია ბოლო დროს საკმაოდ წარმატებულია, პორშე მუდმივ კონსულტაციებს უწევს სხვა ისეთ ავტო ბრენდებს, როგორებიცაა Audi, Studebaker, SEAT, Daewoo, Subaru დაYugo.




No comments:

Post a Comment